შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცისანა აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობს ხელნაწერთა ინსტიტუტში, აგრეთვე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. ავტორია წიგნებისა: "სულხან-საბა ორბელიანის სიტყვანის თურქული თარგმანები"(1968), ხელნაწერთა ინსტიტუტის არაბულ, თურქულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი (1969, თანაავტორები რ. გვარამია მ. მამაცაშვილი), გურჯიზადე, "თბილისის დაპყრობის წიგნი" (თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევით და კომენტარებით, 1975), "ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი" (თურქული ტექსტი ქართული თარგმანით და გამოკვლევით, 1979, თანაავტორი მ. სვანიძე), "თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის"(1983), "საქართველოს ისტორიის XV-XVIII საუკუნის ოსმალური დოკუმენტური და ნარატიული წყაროები" (1989); არის 6 წიგნისა და 60-მდე სტატიის ავტორი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991); იკვლევდა საქართველოს ისტორიის ოსმალურ წყაროებს; თურქოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.37; facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |