The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ღლონტი

გიორგი ღლონტი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 2021  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ორენბურგი.

დაამთავრა ტაშკენტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა.

მუშაობდა შსს პოლიციის აკადემიაში სისხლის სამართლის კათედრის უფროსის მოადგილედ; 2018 წლიდან მუშაობდა აფილირებულ პროფესორად ევროპის უნივერსიტეტში; ატარებდა ლექციებს სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის; იყო ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018-2019 წწ. მიწვეული ექსპერტი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში; 2018-2019 წწ. მუშაობდა ექსპერტად და სამუშაო ჯგუფის წევრად ევროკავშირის პროექტში გენერალურ პროკურატურაში (Georgia Project Prosecution Criminal Justice Support Project EU4Justice: Support to Justice Reform.), ამზადებდა დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკატორის (International Classification of Crime for Statistical Purposes -ICCS UNODC) ქართულ ადაპტირებულ ვერსიას; აგრეთვე, ამზადებდა რეკომენდაციებს სტატისტიკური ანალიზის გამოყენების თაობაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და ანგარიშგების უნარების გასაუმჯობესებლად; 2020 წლიდან იყო დანიშნული ევროკავშირის პროექტის "Support to the Security Sector Reform program preparation in Georgia – E.C. Reference" ხელმძღვანელი; საერთაშორისო გუნდთან ერთად კოორდინაციას უწევდა დანაშაულის და ვიქტიმიზაციის კვლევას საქართველოში. აქვს მიღებული გრანტები და სტიპენდიები, მათ შორის: გრანტი USAID "Good Governance and Public Administration Strengthening (GGPAS)", საექსპორტო დახმარება ყირგიზეთის შსს; გრანტი USAID "Good Governance and Public Administration Strengthening (GGPAS) "Kyrgyzstan Crime Victimization Survey" (2015); ევროკომისიის გრანტი ვიქტიმიზაციის კვლევა საქართველოში (2010-2012); შოთა რუსთაველის ფონდის გრანტი; მონოგრაფიის "კორუფციის სოციოლოგიური და სამართლებრივი დახასიათება საქართველოში" მომზადება; გრანტი Erasmus Mundus Program – Violation of human rights: domestic violence in Georgia 10.05.2009-10.08.2009; შეერთებული შტატების საელჩოს გრანტი – ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის მომზადება და იმპლემენტაცია; საქართველოს განათლების სამინისტროს გრანტი – კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოს მომზადება; მუშაობდა მოწვეულ პროფესორად: Max-Planck Institute for International and Foreign Criminal Law, Freiburg, Germany, DAAD program (11-ჯერ 1999-2020 წლებში); The University of Hull, Hull upon Kingston. U.K. Visiting scholar Erasmus Mundus GEMMA Program (2009-2009); Monash University Prato, Italy (10/05/2008-10/07/2008); American University, Washington, D.C. USA Fulbright Program (1999 – 2000); Rutgers University. The School of Criminal Justice, Newark, N.J., USA IREX program, (1994 – 1995); საერთაშორისო ორგანიზაციებში (E.U., U.N., OSCE, UNICEF, UNDP, NATO) და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება; როგორც მოწვეული მკვლევარი მუშაობდა საერთაშორისო კონტექსტში (EUROSTAT, U.N., Criminal Justice Sourcebook Team, E.U. Society of Criminology) და საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან (საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა). გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცხრა სახელმძღვანელო და მონოგრაფია. სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, პოლიციის პოლკოვნიკი თადარიგში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა –  "კრიმინოლოგია, როგორც ფართო სფერო".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: