შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კლდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო სიმონეთი, ჩხარის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტში, სხვადასხვა თანამდებობებზე, 1965 წლის დეკემბერში დაინიშნა კასპის რაიონული გაზეთის რედაქტორად, რომლის ხელმძღვანელობით, 1966 წლის 1 იანვრიდან აღდგა წლების წინ გაუქმებული გაზეთი "განთიადი" (დღეს "ახალი განთიადი"). გურამ კლდიაშვილი ქართულ მწერლობაში 60-იანელთა თაობას შემოჰყვა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი წიგნები "წუთისოფელი", "თვალი მიჭირავს შენზედა", "ნაცნობი სახეები" და სხვა; მან გამოსცა 17 პოეტური კრებული და მრავალი იუმორისტული და დრამატული ნაწარმოები; მისიპიესები იდგმებოდა მთელ რიგ თეატრებში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |