The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ვეშაპიძე

შოთა ვეშაპიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი 1977 წელს.

1985-1987 წლებში იყო "ტექინფორმის" ეკონომიკური განათლების სექტორის გამგე, 1987-1991 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის დეკანი, 2001-2011 წლებში თბილისის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის პროფესორი, თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის(2007 წლიდან ევროპული უნივერსიტეტი) პრორექტორი, 1992-2010 წლებში კი რექტორი (1992–2010). 2007 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისტის პროფესორი, 2011 წლიდან – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი. მისი კვლევის სფეროა ქართული ეკონომიკური აზრის ისტორია, გლობალიზაციის, საერთაშორისო ეკონომიკის, მსოფლიო ეკონომიკის პრობლემები. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა და ათი სახელმძღვანელოსი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2000), პროფესორი (2002).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.263

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: