The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ხუციშვილი

ქეთევან ხუციშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1989 წელს.

1992 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ქართულ-კავკასიური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილების ლაბორანტად; 1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად, 1997-2006 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 2006 წლიდან არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006 წწ. თსუ ეთნოგრაფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2012 წწ. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ეთნოლოგიის მიმართულებით, 2012-2018 წწ. ასოცირებული პროფესორი, 2018 წლიდან დღემდე თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა კავკასიურ სახლთან არსებულ კავკასიის უნივერსიტეტში, ი. ჭავჭავაძის სახელობის ენებისა და კულტურის ინსტიტუტში. 2000 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ეთნოგრფია-ეთნოლოგიის სპეციალობით; 2005 წელს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სპეციალობით. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; მისი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის:Transformation de l’identitechez la populationexpulsee (region de Tskhinvali), Actesducolloque, L’Europe et le Caucase. Les relations interregionales et la quesion de l’identite, Edition Universite d’EtatIlia, 2012; Bazaar Culture in Georgia. The case of Tbilisi, Die Postsowjetische Stadt. Urbane Aushand lungsprozesse im Sudkaukasus, Herausgegeben von W Kaschuba, M. Krebs und M. Pilz, Berliner Blatter SH 59/2012, Panama Verlag BerlinZum Umgang mit Sakralitat in einer traditinell gepragten Geselschaft: Anhand ethnographischen Materialien aus Georgien, Georgica /გეორგიკა, Zeitschrift fur Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasus, N37, 2016, Shaker Verlag, Aachen; Religion and the Establishment of the New Political Elite in Late Soviet and Post-Soviet Georgia, in Elites and "Elites": Transformations of Social Structures in Post-Soviet Armenia and Georgia, Edited by YuliaAntonyan, Yerevan, 2016; L'Arménie et la Géorgie en dialogue avec l'Europe Du MoyenÂge à nosjoursAuteur: Auge Isabelle, Barkhoudaryan Vladimir, Dedeyan Gérard, Dokhturishvili Mzaro / Mzagve, Karaulashvili Irma Characteristics of construction of ethno-cultural identity in Georgia (the case of P‘ank‘isiKists), 2016, ISBN 10 : 2705339470, ISBN 13 : 9782705339470; Religious Aspects of Structuring the Ethnocultural Identity of the Assyrian Community in Georgia, Fundamentalism: Etnographies of minorities, discrimination and transnationalism, 2016 ed. M. Mollica, Lit Verlag; Across the Enguri Border: Lives Connected and Separated by the Borderland Between Georgia and Abkhazia, Eurasian Borderlands Spatializing Borders in the Aftermath of State Collapse, Editors: Bringa, Tone, Toje, Hege, 2016 Palgrave; Suddenly a Border: Hazelnut Trade across the De Facto Border between Abkhazia and the Zugdidi Municipal Region of Georgia, Caucasus Analytical Digst, N96 25 June 2017(css.ethz.ch; laender-analysen.de); Das Lomisoba-Fest: Volksreligiosität und Kirche in Georgien, Religion & Gesellschaft in Ost und West, 3 /2017 45. Jahrgang, Ansgar Jödicke, Andrea Friedli, Ketevan Khutsishvili; Second Chronicles of Svaneti: an important source of the 17th –18th cc. Georgian culture, in KAVKAZ – PRZESZŁOŚĆ – TERAŹNIEJSZOŚĆ – PRZYSZŁOŚĆ; КАВКАЗ – ПРОШЛОЕ – НАСТОЯЩЕЕ – БУДУЩЕЕ; CAUCASUS – PAST – PRESENT – FUTURE, Nr 3 (2017) Instytut Historii Uniwersytetu Rzeszowskiego, Rzeszów 2017, Ketevan Khutsishvili, Rozeta Gujejiani (kavkaz.ur.edu.pl).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიზმარი და სიზმრის ახსნა ქართულ ყოფაში", დაიცვა 2000 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა -  "რელიგიური ფაქტორის გავლენა ეთნოკულტურული იდენტიფიკაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებზე (თანამედროვე საქრთველოს მაგალითზე)", დაიცვა 2005 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2010-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: