The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგიჩაძე

დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკისა და თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე; 1970-1994წწ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 2005-2007წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2007 წლიდან ამავე ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიის, სამედიცინო გენეტიკისა და მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი; ავტორია სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ–ინგლისურ–რუსულ–ლათინური ლექსიკონის და 4 გამოგონების; იკვლევს სიმსივნური ზრდის უჯრედულ მექანიზმებს, ისევე როგორც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის(შიდსის) განვითარების შესაძლებლობებს; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1991).

სადისერტაციო თემა – "ლეიკემიებისა და ლიმფოსარკომების ჰემოპოეზურ უჯრედთა შესწავლა".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.65

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოება(EMSO), საპატიო წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: