The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანსუღ კეკელია

ჯანსუღ კეკელია
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1935
გარდაცვ. თარიღი:25 სექტემბერი, 2013  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.

1962 წელს მუშაობა დაიწყო ამავე ფაკულტეტის გეომორფოლოგიის კათედრის ტექნიკოს კარტოგრაფად; 1973 წლიდან კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრაზე ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორად; 1976-1977წწ. ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა; 1964-1967წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1996 წლიდან მუშაობდა აგრეთვე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური კვლევის მეთოდების განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეძღვნება კარტოგრაფიულ ნიშანთა ზოგადი თეორიის (კარტოსემიოტიკის), კარტოგრაფიის ენის ცნებობრივ-ტერმინოლოგიური სისტემის კვლევას. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოდეზიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში, კარტომეტრიაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ-ცენტრალური ეკონომიკური რაიონის მოსახლეობისა და განსახლების ეკონომიკურ-გეოგრაფიული ანალიზი რაიონული დაგეგმარების მიზნებისათვის", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარტოსემიოტიკა", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.144; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 614

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: