შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხომული, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1980 წელს. მულტიმედია-არტისტი, პროფესიონალი მწერალი, პუბლიცისტი, ესეისტი, პოეტი-პროზაიკოსი, მხატვარი-გრაფიკოსი, მუშაობს სიურეალიზმში. ლიტერატურული კრიტიკოსი, თვითნასწავლი მუსიკოსი, 30 წლის ასაკიდან ზეპირად თხზავს მუსიკალურ კომპოზიციებს ნაირგვარ სტილში: ლირიკული მელოდიები, როკ-მუსიკა, საგალობლები. ამჟამად მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-ში ჟურნალ "ალტერნატივა"-ს რედაქტორის მოადგილედ. მისი გრაფიკული ნამუშევრები იფინებოდა ქუთაისისა და წყალტუბოს სამხატვრო გალერეებში. ქალაქ წყალტუბოში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. იგი ეწევა პოეტთა ნაწარმოებების დეკლამაციას რეჩიტატივისა, თუ მელოდიის თანხლებით. მუშაობს პოეზიის ზაუმურ და "საუნდ" სტილში. მარსიანი მონაწილეობს არაერთ ლიტერატურულ ღონისძიებებში, პოეტურ საღამოებსა და სემინარებში. მარსიანს შეუძლია ნაყოფიერად ითანამშრომლოს რომელიმე როკ-ჯგუფთან, ან სტუდიასთან, ან ალტერნატიული, ახალი ტალღის მუსიკის შემქმნელ კომპოზიტორებთან. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.212 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |