შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ბაკურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენის სპეციალობა 1995 წელს; დაიბადა სოხუმში; მოგვიანებით სწავლობდა საქართველოს კულტურის ინსტიტუტში. მუშაობდა რადიოში მუსიკალურ წამყვანად; მისი ლექსები იბეჭდება 1990 წლიდან; მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "რიწასა" და გაზეთ "ოქროს საწმისში". შემდეგ თითქმის ყველა ქართულ ლიტერატურულ გამოცემაში იბეჭდება; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "კეთილი ადამიანები" (2000), "წერილი ნინოს" (2003), "დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი"; მისი პოეზია თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, სლოვაკურ და სხვა ენებზე. მუშაობს სტუდია "გეოსკოპში"; უკანასკნელი 7 წელია ამზადებს ნიადაგებს მცენარეებისთვის. წყარო: არმური: armuri.4forum.biz; საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრის პორტალი: book.gov.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.43 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |