The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


გიორგი ბუნდოვანი

გიორგი ბუნდოვანი
Legal name:გიორგი კახიძე
Other name:ბუნდოვანი  (Pseudonym)
Date of birth:12 April, 1969  (44 years)
Category:Artist, Educator, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახემწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს.

 იბეჭდება ჟურნალ "ალტერნატივა"-ში, მისი ნაწარმოებები შესულია "თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში". მუშაობს " კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში". არის მულტიმედია არტ-ჯგუფ "სტიგმატის" დამფუძნებელი და რეჟისორი. ბუნდოვანი იყო მარგო კორობლიოვას სახ. პერფორმანსის თეატრის დირექტორი, რომელიც 1994 წელს დააარსა მულტიმედია არტისტმა და პოეტმა დავით ჩიხლაძემ.  იგი არის პოეზიის ორდენის "ქრონოფაგები"-ს ერთ–ერთი ინიციატორი და დამაარსებელი. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული პოეტ ტერენტი გრანელის,1987 წელს პეტრე-პავლეს სასაფლაოდან გადასვენების ცნობილ საპროტესტო პერიპეტიებში. 90-იანი წლების დასაწყისიდან იგი თავის მეგობარ თანამოაზრე არტისტებთან ერთად აქტიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში. არის აგრეთვე, მრავალი ლიტერატურული საღამოს ავტორი და ინიციატორი. მუშაობს ძირითადად ავანგარდული პოეზიის ჟანრში. 

Bibliography


Share: