The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჭეჭელაშვილი

ზურაბ ჭეჭელაშვილი
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1999 წელს.

1999-2001 წლებში მუშაობდა საადვოკატო ბიურო – "მიგრიაული და პარტნიორები" იურისტად, 2001-2005 წლებში ბანკ "რესპუბლიკაში" უფროსი იურისტის თანამდებობაზე, 2004 წლის ივლის-აგვისტოში BearingPoint, Inc იურიდიულ ექსპერტად, 2004-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში იურიდიულ ექსპერტად. 2003 წლის თებერვალ–მაისში მუშაობდა მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში, 2004 წლის დეკემბრიდან კითხულობს ლექციებს საბანკო სამართალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკასა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი.

წყარო: შავი ზღვის საერთაშორისო უნვიერსიტეტი: law.ibsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: