ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ლევან ფრუიძე
დაბადების თარიღი: | 24 თებერვალი, 1933 |
გარდაცვ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 2021 (88 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი.
დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.
1950-1951წწ. ს. ჭრებალოს კოლმეურნეობის წევრი; 1951-1952წწ. სპეცსახელოსნო სასწავლებლის აღმზრდელი; 1954-1955წწ. ს. ჭრებალოს სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1959 წელს მუშაობა დაიწყო ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს ლაბორანტად, 1960 წლიდან მეცნიერ თანამშრომლად, 1968 წლიდან მუშაობა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მამულის აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე წიგნი და ექვსასამდე პუბლიკაცია. ეთნოგრაფი, პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადისერტაციო თემა – "მევენახეობა, მეღვინეობა საქართველოში ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით", დაიცვა 1968 წელს.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.333
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1994-1995)
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია , წევრი (1994-1995)
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ვეტერანტთა საქმეთა კომისია, წევრი (1994-1995)
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "19 თებერვალი" , წევრი (1995-1995)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
- სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 160გვ.
- განაწესი სოფელ ჭრებალოსა და ჭრებალოს საკრებულოსათვის (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 47გვ.
- ქასრაძეები და ქასრაშვილები (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 56გვ.
- მოძღვარი : პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 68გვ.
- იქ, სადაც იბადება რიონი : რაჭის ხსნა დღეს შეიძლება, ხვალ გვიან იქნება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 119გვ.
- ყოფა და ტრადიციები : ეთნოგრაფიული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 127გვ.
- რაჭა ეთნოგრაფიის თვალით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 62გვ.
- ეროვნული ტრადიციების მიზნობრივი მართვა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1984. - 32გვ.
- ცხრაციხეთის ლეგენდა : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 177გვ.
- ქართული ეთნოგრაფია და ტრადიციები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.
- საგანძურები : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 91გვ.
- მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. : წ. 1 : რაჭა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 336გვ.
- უცხო ფრინველი : საქართველოს ფაუნა, ნარკვევი ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 50გვ.
- დაკარგული ბილიკი : მოთხრობა ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 20გვ.
- ლამლუზის დარბევა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1962. - 25გვ.
|