The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თოფჩიშვილი

ალექსანდრე თოფჩიშვილი
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი.

1980-1981 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინჟინერ-პროგრამისტ-სტაჟიორი, 1982-1986 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ინჟინერ-პროგრამისტი, 1986-1988 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1990-1994 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი, 1994წ. წლიდან დღემდე საქართველოს მეც. აკადემიის ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, 1986-1990 წწ.-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი, 1990-1995 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი, 1997-1998 წწ.-ევროგაერთიანების ტასისის პროგრამის EDGE 9501 პროექტის საქართველოს მთავარი ექსპერტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. არის 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი. ამასთან ერთად მისი ოთხი ნაშრომი გამოქვეყნებულია მსოფლიოში ცნობილ ჟურნალებში. საქართველოს მეცნიერების განვითარებაში სათანადო წვლილის შეტანისათვის იყო შევარდნაძის მიერ დაწესებული მუდმივი პირველი ხარისხის სტიპენდიანტი. 1987 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. 1994 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: