| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
რუსუდან ზექალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა წარჩინებით ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და გერმანული ენის სპეციალობით 1978 წელს. იყო მაიაკოვსკის სახელობის სტიპენდიატი. ენათმეცნიერი და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1978-1988 წლებში მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და უცხო ენების კათედრაზე მასწავლებლად; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული ენისა და უცხოური ენების კათედრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტად. ამჟამად მუშაობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად. საკანდიდატო დისერტაციის თემა –"იოსებ გრიშაშვილის თხზულებების ლექსიკა", დაიცვა 1981 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართული დიალოგური მეტყველება" (ძირითადი ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური მახასიათებლები), დაიცვა 2006 წელს. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

