შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ სარალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982–1984წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1988წწ. კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1986წწ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ციტოლოგიის განყოფილების ასპირანტი; 1988 წელს N2 საავადმყოფო–პოლიკლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი–თერაპევტი. 1995 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტ "ვიტა"–ს საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. აქვს ორი მეთოდური რეკომენდაცია. მან პირველმა დანერგა კლინიკაში მაკროფაგ–ლიმფოციტური ტესტით ორგანიზმში იმუნოკომფლიქტის დიაგნოსტიკა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აუტოიმუნური ჰემოდეპრესიების კლინიკურ–მორფოლოგიური და იმუნოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1992 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |