ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ინგა ლორია
ოფიციალური სახელი: | ინგა ფილაური |
დაბადების თარიღი: | 20 მაისი, 1947 (77 წლის) |
კატეგორია: | ბიბლიოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.
დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტი 1969 წელს.
ბიბლიოთეკათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთავარი სპეციალისტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების კორდინატორი საბიბლიოთეკო დარგში. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი - გათანაბრებული დოქტორის ხარისხთან. არის სამეცნიერო სტატიების, თეზისებისა და რეცენზიების ავტორი.
ბიბლიოგრაფია
- ბიბლიოთეკარი პოეტი : კრებული (შემდგენელი) // კრ. 2 : ბიბლიოთეკარი პოეტი. - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 154გვ.. - ISBN: 978-9941-0-8547-5
- ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკაში" ბიბლიოთეკათ-მცოდნეობითი და მეთოდიკური თემატიკის ამსახველი მასალა : ქრონოლოგიური ბიბლიოგრაფიული ნუსხა(2000-2015) (შემდგენელი). - თბილისი, წიგნიერი, 2016. - 30გვ.. - ISBN: 978-9941-9482-3-7
- ბიბლიოთეკარი პოეტი : კრებული (შემდგენელი). - თბილისი, სტ. "კოლორი", 2015. - 115გვ.
- ინფორმაციული წიგნიერება : ბიბლიოთეკათმცოდნ. და საინფორმ. ტექნოლოგიები : სალექციო კურსი (შემდგენელი). - თბილისი, ი. ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 100გვ.. - ISBN: 978-99940-0-524-6
- საქართველოს წარსული ფოტო და კინო-დოკუმენტებში.- დამხმარე სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, 2006
- რელიგიური შემწყნარებლობის მოდული= Religious Tolerance Module (რედაქტორი). - თბილისი, შპს "ხატულა", 2005. - 44გვ.
- ანოტირების მეთოდიკა : სასწ.-მეთოდ. სახელმძღვ (ავტორი). - თბილისი, ცის ნამი, 2001. - 79გვ.
- საბიბლიოთეკო ფონდები : საბიბლიოთეკო ფონდები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1997. - 216გვ.
- ბიბლიოთეკათმცოდნეობა : სახელმძღვ. სპეც. საშ. სასწ. (თანაავტორი). - თბილისი, 1992. - 377გვ.
|