შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა სულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი ელექტრული აპარატების სპეციალობით 1981 წელს. 1981-1984 წწ. მუშაობდა ე. პატონის სახელობის ელექტროშემდუღებელ მოწყობილობათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1984-2004 წწ. სწავლობდა ფ. ძერჟინსკის სახელობის სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლეს სკოლაში; 1986-2004 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსად; 2004 წლიდან არის თადარიგის პოლკოვნიკი. წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პუბლიცისტურ საქმიანობას, გამოქვეყნებული აქვს სტატიები, ისტორიული გამოკვლევები დაკავშირებული საბჭოთა პერიოდში სპეცსამსახურების საქმიანობასთან. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.210 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |