The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჩიქოვანი

ვახტანგ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ანთროპოლოგი, ეთნოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს.

ვიზუალური ანთროპოლოგიის სპეციალისტი.

1974-1995 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1989-1995 წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილებას. 2003-2008 წლებში, ბერკლის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში კითხულობდა ქართული ენისა და კულტურის კურსს. 2008 წლიდან არის ბერკლის უნივერსიტეტის სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტთან ასოცირებული მკვლევარი.

1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე–"მავნე ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პერიოდიკის მიხედვით".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: