Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი შამათავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2011 წელს; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა 2016 წელს. არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი. სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია; მისი მოთხრობები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: "ცისკარი", "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ალავერდობა", "მერანი", "ქართული სიტყვა". პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე). თარგმანები დაიბეჭდა "ცოცხალი წიგნების" ინგლისურენოვან ანთოლოგიაში, (2017-2018), ასევე მსოფლიო ხალხთა პროზაულ ანთოლოგიაში (2012-2014); ნაწერები განთავსებულია Lib.ge, Lit.ge-ზე და urakparaki.com-ზე. მისი მოთხრობა "კაენი და სახარება" თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. რუსულ ენაზე თარგმნილი მოთხრობა შესულია მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულში; ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ლექტორი; არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტიპენდიანტი (2009); დაჯილდოებულია: სტუდენტური ლიტერატურული კონკურს "ალერდის" (2011), 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მცირე პროზის" (მოთხრობისთვის "კაენი და სახარება", 2010, II პრემია), წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის (2016), ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2016) პრემიებით; პრემია "მანდარინები" (ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, 2021); არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022). სამართლის დოქტორი (2022). სადოქტორო დისერტაციის თემა - "მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში", დაიცვა 2022 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |