The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ ცირამუა

ედუარდ ცირამუა
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 2010  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ბუღალტერ-ეკონომისტის სპეციალობით, მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1956 წელს. იყო მუშა, აღმრიცხველი, ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში ფინანსებისა და ფასების სტატისტიკის განყოფილების უფროსი, ფინანსთა სამინისტროში რესპუბლიკის აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსი, ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში საგეგმო-საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი. 1972 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1980 წლიდან - მოწვეულ ლექტორად, 1991-1998 წლებში - დოცენტის, ხოლო 1998 წლიდან - პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად 1990-2006 წლებში იყო ფინანსების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აღრიცხვისა და აუდიტის განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს 77-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 მონოგრაფიულილი და სასწავლო წიგნი, 19 ცალკეული სამეცნიერო ნაშრომი, 22 საჟურნალო სამეცნიერო სტატია. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის სრულყოფის პრობლემები: თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.539; ka.googl-info.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საერთაშორისო საიმპერატორო მედალი
    ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში გაწეული ღვაწლისთვის
  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: