შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დარჩელი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1966 წელს. პოეტი-ჟურნალისტი, ჟურნალ "რიწის" მთავარი რედაქტორი; მუშაობდა აფხაზეთის ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა თანამდებობაზე: აფხაზეთის ზონაში საქტელერადიოს კორესპონდენტად, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს ბეჭვდითი სიტყვის სამმართველოს ქართული გამოცემების მთავარ რედაქტორად, ჟურნალ "რიწის" რედაქტორის მოადგილედ, არის 16 პოეტური კრებულის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტარიელ ჭანტურიას ირონიულ - პაროდიული პოეზია", დაიცვა 1998 წლის 25 დეკემბერს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.56 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |