The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციური ბერიძე

ციური ბერიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1974 წელს, საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.

1971–1972წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის №4 საბავშვო ბაღის აღმზრდელად; 1976–1978წწ. – ქ. რუსთავის №21 საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1978 წლიდან დღემდე ქ. რუსთავის №4 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლად. არის ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი. მისი მოსწავლეები არიან მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევითი კონფერენციების გამარჯვებულები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ა.ს. გრიბოედოვის სახ. თბილისის რუსულ დრამატულ თეატრთან არსებული "Русский клуб", წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ა. ს. პუშკინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (დიპლომი)
  • 2002 - კონკურსი "წლის საუკეთესო მასწავლებელი", მასწავლებელი მკვლევარი
  • 2001 - კონკურსი "წლის საუკეთესო მასწავლებელი", მასწავლებელი მკვლევარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: