The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჩხენკელი

თამაზ ჩხენკელი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 2010  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.

გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია "ტრაგიკული ნიღბები" ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ–ი, ლექსები; რ. თაგორი "გიტანჯალი", "ბენგალია", "ბჰაგავატგიტა", დანტე "ახალი ცხოვრება", "ინდური საგალობლები", "აღმოსავლური ლირიკა", ჰომეროსის "ოდისეა" და სხვ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველას პოემებში", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1978 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: