შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე ჯანდიერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1978–1980წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ №1 ექსპერიმენტულ საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1979–1990წწ. ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ–თანამშრომელად, 1980 წელს ვალეს ნახევრადძვირფასი ქვების პირველადი დამუშავების ფაბრიკის ქვის სათლელი საამქროს მუშა–ოპერატორად, 1989-1994წწ. კინოსტუდია "შემოქმედის" რედაქტორად; იყო კინოკონცერნ "ქართული ფილმის" სამხატვრო საბჭოს წევრი, თსუ ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი 1995 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი 1999 წლიდან. არის ავტორი სამეცნიერო სტატიებისა. მისი მოთხრობა "განსხვავებული კალიბრის ვაზნა" შეტანილია გერმანიაში გამოქვეყნებული ქართული პროზის ანთოლოგიაში. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.177 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |