The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ნადირაშვილი

შოთა ნადირაშვილი
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 2011  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1944 წელს.

1952–1984წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; 1956–1985წწ.  ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უფროს, უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ, 1985–2006წწ. დირექტორად. მუშაობდა პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში. იგი არის განწყობის ანტროპული თეორიის ავტორი და განწყობის ფსიქოლოგიაში სოციალური განწყობის თეორიის ფუძემდებელი; 12 მონოგრაფიისა და 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა –"აზროვნებისა და მეტყველების ურთიერთობა", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "განზოგადების ოპერაციის განვითარება სასკოლო ასაკში", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-2011)
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი საბჭო, წევრი
  • ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: