Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
იოსებ დავითაშვილი
| Date of birth: | 1 July, 1850 |
| Date of death: | 13 March, 1887 (at 36 years) |
| Burial location: | თელავი |
| Category: | Poet |
Biography
დაბადების ადგილი: ახლანდელი გორის რაიონი, სოფ. გარდატენი.
მან ხანმოკლე შემოქმედებით მოღვაწეობის მანძილზე (1872 – 1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა ”თერგდალეულთა” ზეგავლენითაა აღბეჭდილი (”წუთისოფელში ცხოვრება”, ”ახალ მოლექსეს” და სხვ.). პოეტის ზოგი ლექსი სიმღერად იქცა (”სამშობლო”; ”მუშის სიმღერა”; ”ბედის წყარო” და სხვ.). ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად პოეტს ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა ი. დავითაშვილის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს.
Bibliography
- ჯეჯილი (Author). - თბილისი, ნაკადული, 1987. - 8 გვ.
- სრული კრებული (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა, 1951. - 416 გვ.
- რჩეული ლექსები (Author). - ტფ., სახელგამი, 1928. - 32 გვ.
|