The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იროდიონ ევდოშვილი

იროდიონ ევდოშვილი
ოფიციალური სახელი:იროდიონ ხოსიტაშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1916  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი.

თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის მას აპატიმრებენ და ასახლებენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში "კვალი", "ივერია" და სხვ. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა "უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა". მისი ლექსები "ქარიშხალი", "ჩვენება", "მეგობრებს" და სხვ. (1896 – 1903 წწ.) რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებს მშრომელ ხალხს. მუშათა რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის გამოძახილი იყო მისი ლექსები "სიმღერა" (1903), "ჩემს მტერს"; თარგმანები (1905 – 1907 წწ.); "მარსელიოზას" და სხვ. ირ. ევდოშვილის პოემა "მუშა და მუზა" მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები კრთება ("ისევ გოლგოთა", "მოღლილობა", "გატეხილი ჩანგი", 1915 და სხვ.). იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.132; საქართველო:ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.550

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: