Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რაიონი, სოფ. ოძისი. ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824 – 1825 წწ.), შემდეგ მოსკოვში, კერძო პანსიონში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო სამსახურში. გ. ერისთავის პირველი ნაწარმოებია ”ოსური მოთხრობები”. მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ პატრიოტიზმს. მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესული თეატრი. მისი პირველი კომედიაა ”შეშლილი” (1839). ძველი თაობის წარმომადგენლების სახე მან კარგად აგვიწერა კომედიებში: ”გაყრა” (1840) და ”დავა” (1849). გიორგი ერისთავს თარგმნილი და გადმოკეთებული აქვს: ”უჩინმაჩინის ქუდი”, ”ყვარყვარე ათაბაგი”, აგრეთვე ა. გრიბოედოვის ”ვაი ჭკუისაგან”. მან დრამად გადააკეთა ”ვეფხისტყაოსანი”, ქართულ ენაზე თარგმნა სხვადასხვა ენებზე დაწერილი ლექსები. მისი თხზულებების სრული კრებული გამოქვეყნდა 1867, 1884 და 1936 წლებში. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |