The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფრემ მცირე

Date of birth:100?
Date of death:1101
Category:Philologist, Philosopher

Biography

XI საუკუნის II ნახევრის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. ბავშვობა კონსტანტინოპოლში გაატარა და იქვე მიიღო განათლება. საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. მან ქართულ მწერლობაში შექმნა მთელი ეპოქა. იგი ძირითადად ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას; შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია და აქვს ნათარგმნი მრავალი ბერძნული წიგნი. ეფრემ მცირემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში, კერძოდ, ეგზეტიკური მწერლობის განვითარებაში; შექმნა დამოუკიდებელი რედაქცია დავითიანის კატენებისა; მისივე თარგმნილია ბასილი დიდი კესარიელის ”ასკეტიკონი”, ეფრემ პრუსის ”ასკეტილიანი”, კასიანე პრომაელის და სხვათა თხზულებანი. ნაყოფიერად მუშაობდა ჰაგიოგრაფიაშიც. თარგმნა თეოდოსი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი და ორიგინალური იამბიკო. დიდია ეფრემ მცირის დამსახურება ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის გამომუშავების საქმეში. მის მიერ შემოღებული მრავალი ფილოსოფიური ტერმინი დღესაც იხმარება.

Bibliography


Share: