Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა-ფშაველა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რაიონი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 - 1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში; შემდეგ გორის სემინარიაში. 1883 - 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" – 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" – 1881 წელს ("იმედი", № 3 – 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" – 1881 წელს ("დროება", № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი; ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი"(1888-1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.; დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894); იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს "ლაშარობა" (1888), "ფშავლები"– "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ვაჟა-ფშაველა თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებულია სხვა თარიღი - 1861 წლის 14 ივლისი (ძველი სტილით). ამის საფუძველია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სოფელ ჩარგლის წმინდა გიორგის ეკლესიის 1861 წლის მეტრიკული წიგნი. მწერალმა ამ საკითხს 1912 წლის N584 "სახალხო გაზეთში" სპეციალური პუბლიკაცია უძღვნა: "მცირე შენიშვნა". წყარო: მცირე შენიშვნა / ვაჟა-ფშაველა / თხზულებათა სრული კრებული : 10 ტომად //ტ. 9 : პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები.-თბ.,1964.-გვ.332; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.296; საქართველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |