| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
გიორგი კეკელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 2009 წელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2006წ.- აფუძნებს ლიტერატურულ ჟურნალ ლ'ილ-ს; 2006-2008 წლებში მუშაობდა რუსთავის N2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად; 2006წ.- აფუძნებს პირველ ქართულ ელექტონულ ბიბლიოთეკას lib.ge-ს; 2008წ. - გამოსცა პოეტური კრებული "ოდები"; 2009წ. - ჟურნალ ფოკუსის მესვეტე; 2009 - 2010წწ. არის "რადიო - ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის - "ლიტერატურული ქალაქი", თანაავტორი; 2010წ. - ჟურნალ ტაბულას ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე; 2010წ. სატელევიზიო გადაცემა "წითელი ზონა" პროდიუსერი; 2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურული პორტალი lib.ge აარსებს ყოველკვირეულ არტ-საღამოებს; 2010წ. კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე გასვლით ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში; 2010წ. - კულტურული პროგრამების გზამკვლევის, Tbilisi out-ის ექსპერტი ლიტერატურაში; 2011წ. lib.ge-ის სადისკუსიო ციკლის მოდერატორი; 2011წ. - გამოდის მისი პოემა "ყორანი" ფორმატით "წიგნი თეფშზე"; 2011წ. - ჟურნალ ტაბულა-არტის ლიტეტატურის განყოფილების რედაქტორი; 2011წ. - პორტალ rustaveli.net ერთ-ერთი დამფუძნებელი; 2011წ. - რადიო-გადაცემა "ლიტერატურა და სხვა", რადიო მწვანე ტალღა, ავტორი და წამყვანი; 2012წ. - ლიტერატურული ტელე-გადაცემა "ინტერპრეტაცია", ავტორი და წამყვანი; 2012წ. მისი ინიციატივით lib.ge-ჯგუფი იწყებს კავკასიურ სახელოვნებო ბლოგ-პორტალზე მუშაობას; 2012 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

