The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სარგის თმოგველი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამეფო ოჯახის წევრი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი დიდებული, თმოგველების ფეოდალური სახლის ფუძემდებელი, ვარამ ზაქარიას ძე მხარგრძელის ძე. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გიორგი რუსზე თამარის დაქორწინების შემდეგ ოთხმა მხარგრძელმა, მ. შ. სარგისმა, მოაწყო ძლევამოსილი ლაშქრობა თურქთა წინააღმდეგ დვინის მხარეში. თამარ მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა ამბოხების დროს სარგისი სხვა მხარგრძელებთან ერთად თამარს ემხრობოდა. ამბოხების ჩაქრობის შემდეგ თამარმა დააჯილდოვა თავისი ერთგული ფეოდალები, კერძოდ, სარგისს უწყალობა იმხანად გარდაცვლილი ამირსპასალარის გამრეკელ თორელის საკარგავი - თმოგვის ციხე (ჯავახეთი), რის შემდეგაც სარგისი იწოდა თმოგვად. იგი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195). შალვა ახალციხელთან ერთად მონაწილეობდა (ე. ი. იცავდა საზღვრებს) ჯავახეთში და მასთანვე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარის (ახლანდელი ყარსი) ციხის თურქებისაგან გასათავისუფლებლად. ზოგი მეცნიერი მას მწერალ სარგის თმოგველთან აიგივებს და მას მიაწერს პოემა "დილარგეთიანის" ავტორობას და "ვისრამიანის" მთარგმნელობას. ს. თმოგველი უკანასკნელად XIII ს-ის 60-იანი წლების წყაროებში, მესხეთში შემოჭრილ მონღოლთა მხედართმთავრის ალა-თემურის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მთავრებს შორის იხსენიება. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.75

ბიბლიოგრაფია

  • დილარიანი (ავტორი). - ტფილისი, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1897. - 48გვ.

გააზიარე: