Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე მინჩხი![]()
BiographyX საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთი) მეფის გიორგი II (922 – 957) თანამედროვე, წარმოშობით ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ იგი პალესტინაში, სინის მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. იოანე მინჩხის 4 საგალობელი, იამბიკური საზომით დაწერილი, შესულია მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988 წწ.), რომელიც გამოაქვეყნა ივ. ჯავახიშვილმა 1947 წელს. ქართულ ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახალი სალექსო ფორმა - მინჩხური. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.168 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |