The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


იოანე მინჩხი

Date of birth:90?
Date of death:90?
Category:Writer

Biography

X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთი) მეფის გიორგი II (922 – 957) თანამედროვე, წარმოშობით ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ იგი პალესტინაში, სინის მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. იოანე მინჩხის 4 საგალობელი, იამბიკური საზომით დაწერილი, გამოქვეყნდა "იადგარში" 978 – 988 წლებში (გამოაქვეყნა ივ. ჯავახიშვილმა 1947 წელს). ქართულ ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახალი სალექსო ფორმა - მინჩხური.

Bibliography


Share: