The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Contact information
+995 (32) 297-16-12



მიქელ მოდრეკილი

Date of birth:90?
Date of death:90?
Category:Poet

Biography

ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი. შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი ტიპის მეხური (ნევმირებული) იადგარისა, რომლის ხელნაწერი უნიკალურია, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით და წარმოადგენს X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს. კრებული შედგენილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი, რომელიც გადაწერილია მიქაელ მოდრეკილის მიერ. მან თავი მოუყარა მისი დროისათვის ქართულ მღვდელმსახურებაში გავრცელებულ მთელ მესხურ საგალობლებს - როგორც ქართველ, ისე ბერძენ ავტორთა ჰიმნებს. იადგარის ერთ-ერთ ანდერძში მიქაელ მოდრეკილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობანი დაწერილია "სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა". მიქაელ მოდრეკილის კრებულის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიცაა, რომ პალესტინური ტიპის ამ იადგარის ბერძნული მოდელი, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმოსაველთ პროვინციებში, IX – X სს-მდე, დღეისათვის დაკარგულია და მის შემადგენლობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ქართული იადგარის საშუალებით.

Bibliography


Share: