The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე მტბევარი

დაბადების თარიღი:90?
გარდაცვ. თარიღი:90?
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. როგორც ტბეთის სახარების (995) მინაწერიდან ჩანს, იგი 978 წლიდან ტბეთის ეკპისკოპოსი ყოფილა, 955 წლიდან კი მაწყვერლად დაუდგენიათ. მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978–988) დაცულია VII–IX სს. ბერძენ ავტორთა ჰიმნების თარგმანები, რომლებიც იოანე მტბევარს ეკუთვნის. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი "მოკაზმული".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 190

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: