The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შიო მღვიმელი

შიო მღვიმელი
ოფიციალური სახელი:შიო ქუჩუკაშვილი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1866
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1933  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ახლანდელი ქარელის რაიონი.

ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების (1887) შემდეგ თბილისში მუშობდა ჯერ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი "დილა" 1885 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად. შიო მღვიმელი თანამშრომლობდა ჟურნალებში "ჯეჯილსა" და "ნაკადულში", შემდეგ "პიონერსა" და "ოქტომბრელში". 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.281

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1923 - საქართველოს დამსახურებული მწერალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: