| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
გრიგოლ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონის სოფ. რგანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს, შემდეგ ორი წლით აგრძელებს სწავლას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილებაზე. 1944-1951წწ. მუშაობს ჟურნალ "ნიანგის"რედაქტორად; 1951-1960წწ. "დროშის" და 1960-1967წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქტორად. 1982-1994წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. ლექსების გამოქვეყნება სტუდენტობის წლებში დაიწყო, ხოლო პოემამ "შავ ქალაქის გაზაფხული" ოცი წლის პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. პირველი ლექსები 1934 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული - 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა კრებული "დროშები", ხოლო 1948 წელს კრებული "ჯაჭვგაუხდელი". მისი ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963), ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ტრაგედიას XIII საუკუნის პირველ ნახევარში, როცა საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებები. მწერლის თხზულებები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

