Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ნოზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წირქვალი, იმერეთი. სწავლა დაიწყო საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში და განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და საწავლებლად წავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად; 1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1929 წლიდან პარიზში დასახლდა. პარიზში მან ჟურნალისტური მოღვაწეობა წამოიწყო და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. ვიქტორ ნოზაძის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა; ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, რუსთველოლოგი. წყარო: ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვაჟა შუბითიძე . - თბ., 2011. - გვ.399-403 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |