The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ნოზაძე

ვიქტორ ნოზაძე
სხვა სახელი:ან. ქვლივიძე  (ფსევდონიმი)
ბ. ბებურიშვილი  (ფსევდონიმი)
ბ. ვარდანი  (ფსევდონიმი)
დონაური  (ფსევდონიმი)
ვერიკო სოსანი  (ფსევდონიმი)
თამაზ ჩილაია  (ფსევდონიმი)
თამარ ვარდანიძისა  (ფსევდონიმი)
ლიკსუსი  (ფსევდონიმი)
მოძველი  (ფსევდონიმი)
ნიკრისელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:1975  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წირქვალი, იმერეთი.

სწავლა დაიწყო საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში და განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და საწავლებლად წავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად; 1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1929 წლიდან პარიზში დასახლდა. პარიზში მან ჟურნალისტური მოღვაწეობა წამოიწყო  და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. ვიქტორ ნოზაძის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა; ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, რუსთველოლოგი.

წყარო: ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვაჟა შუბითიძე . - თბ., 2011. - გვ.399-403

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: