The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ორბელიანი

ვახტანგ ორბელიანი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ ჯამბაკურ–ორბელიანი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1812
გარდაცვ. თარიღი:29 სექტემბერი, 1890  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ერეკლე II ასულის თეკლე ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1830 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო 1932 წლის შეთქმულების მონაწილე, რის გამოც კალუგაში გადაასახლეს. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში. 1855 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსია. 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ვ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პოეტურ შემოქმედებას სათავე დაუდო სამშობლოდან გადასახლებით გამოწვეულმა ღრმა განცდებმა ("გამოსალმება" - 1834). ვ. ორბელიანი ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა 80-იანი წლებიდან. მისი პოეზიის ძირითადი თემა საქართველოს წარსულია. დიდ ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანობაზე ("ჯვარი ვაზისა" - 1880), რამაც, მისი აზრით, საქართველო იხსნა; უკვდავი სული, რაც ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის საწინდარია ("იმედი" - 1888); სამშობლოს წარსული სიდიადე, მისი ულამაზესი ბუნება, ქართველი ხალხის შემოქმედების მაღალი ნიჭი გამოვლინდა ვ. ორბელიანის ლექსებში "კახეთს" - 1880;  "სამშობლო ქვეყნის პასუხი", 1883 და სხვ. საქართველოს აღდგენისა და გაძლიერების პერსპექტივას იგი ქრისტიანულ მოთმინებაში ეძიებდა, იმედი ჰქონდა წარსულის აღორძინებისა. მისი პოეტური მრწამსის გასათვალისწინებლად გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პოეტის დაუმთავრებელ ლექსს "პოეტი" (1884), აშუღურ-ყარაჩოხულ პოეზიას - "მუხამბაზის კილოს". ვახტანგ ორბელიანის ლექსთა ნაწილი გამოიცა 1879 და 1881 წლებში. პირველი მნიშვნელოვანი კრებული - 1894 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.557

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: