The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Contact information
+995 (32) 297-16-12



სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი
Date of birth:24 October, 1658
Date of death:26 January, 1725  (at 66 years)
Burial location:მოსკოვი, რუსეთი
Category:Scientist, Writer, Politician

Biography

სულხან-საბა ბავშვობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი. საქართველოს შინაური არეულობის გამო, რეპრესირებული ს. ს. ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს და, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ორბელიანმა კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო.

სულხან-საბა ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი "ქართული ლექსიკონი" ("სიტყვის კონა", 1685 – 1716), რომელიც იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით გამოირჩევა. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები, გაბედულად შემოაქვს ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.

ს. ს. ორბელიანის ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული "სიბრძნე სიცრუისა" (1686 – 1695 წწ.). იგი თავის იგავებში ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. 

ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ს. ს. ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში", რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. შემორჩენილია მხოლოდ საფრანგეთის, თურქეთისა და იტალიის ქალაქთა აღწერილობა.

ს. ს. ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში "სამოთხის კარი". განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგების კრებულს, ე. წ. "სწავლანს", რომელიც გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან, კერძოდ, "სიბრძნე სიცრუისა"-სთან. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია "ქილილა და დამანა". მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.

Bibliography


Share: