The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო რაზიკაშვილი

თედო რაზიკაშვილი
დაბადების თარიღი:აგვისტო, 1869
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1922  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რაიონი.

ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. 1905 წელს, რევოლუციური საქმიანობისათვის, სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო და ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.

1890 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. იგი, როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელების შემოქმედების პრინციპებზე. მის ლექსებში ("კოდალა"- 1890; "ვაი თუ სოფელმა..." - 1906 და სხვ.) ჩაქსოვილია სამოციანელების პროგრესული იდეები. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პატრიოტიზმი (ლექსები: "ძმასთან მიწერილი"- 1891; "არაგვს" - 1898; "აკაკის", 1919 და სხვ.); ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: "ელეგია" - 1891; "გამხნევდით" - 1892; პოემა "შავი ფიქრები", 1891 და სხვ.).

განსაკუთრებით პოპულარულია მისი საბავშვო მოთხრობები ("ნიბლია" - 1886; "იის ამბავი" - 1890; "მონადირე" - 1903; "ქორის ბახალა" - 1908). იგი იყო ხალხური სიტყვიერების ცნობილი შემკრები და შემდგენი ხალხური ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა "ივერიაში".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.312

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: