The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საიათნოვა

საიათნოვა
Legal name:არუთიუნ საიათიანი
Date of birth:14 June, 1712
Date of death:22 November, 1795  (at 83 years)
Burial location:სურფგევორქის ეკლესია, თბილისი
Category:Poet

Biography

სომეხი პოეტი, აშუღი, ცხოვრობდა საქართველოში; მამა ალეპოელი მნათე იყო, დედა თბილისელი, ავლაბრელი სომეხი; ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიიღო; ქართულ ენას იგი, სომხურ ენასთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა; 1742 წლიდან საკუთარ სახოტბო-სატრფიალო ლექსებსაც თხზავდა; ლექსებს თხზავდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე; სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებს ქართული ასოებით წერდა; ჯერ თბილისში მოღვაწეობდა, შემდეგ - თელავში; 1762-1765 წწ. იყო სამეფო კარის საზანდარი; 1765 წელს ერეკლე II სასახლიდან დაითხოვა (გაძევების მიზეზი უცნობია); საიათნოვა მწვავედ განიცდიდა გაძევებას, სამართალს ითხოვდა; 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა; ლეგენდის თანახმად, დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს; მისი შემოქმედების ძირითადი მოტივია მიჯნურობა ("საყვარლის ბაღში", "რა იქნება", "ხარ ტურფა საკრავი" და სხვ.). მის ავტობიოგრაფიულ ლექსში მძლავრად იჩენს თავს სოციალური მოტივიც ("შე საწყალო ჩემო თავო", "სამართალი მიყავ" და სხვ.). საიათნოვას ლექსები თარგმნა ი. გრიშაშვილმა (1918 ); მისი ლექსები თარგმნილია აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე; დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი სავარაუდოა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.660

Bibliography


Share: