Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
საიათნოვა
| Legal name: | არუთიუნ საიათიანი |
| Date of birth: | 1712 |
| Date of death: | September, 1795 (at 83 years) |
| Burial location: | სურფგევორქის ეკლესია, თბილისი |
| Category: | Poet |
Biography
სომეხი პოეტი, აშუღი, ცხოვრობდა საქართველოში. ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიიღო. ქართულ ენას იგი, სომხურ ენასთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა. იყო სამეფო კარის საზანდარი. 1765 წელს ერეკლე II სახლიდან გააძევა (გაძევების მიზეზი უცნობია). თხზავდა სახოტბო-სატრფიალო ლექსებს. მისი შემოქმედების ძირითადი მოტივია მიჯნურობა (”საყვარლის ბაღში”, ”რა იქნება”, ”ხარ ტურფა საკრავი” და სხვ.). მის ავტობიოგრაფიულ ლექსში მძლავრად იჩენს თავს სოციალური მოტივიც (”შე საწყალო ჩემო თავო”, ”სამართალი მიყავ” და სხვ.). საიათნოვას ლექსები თარგმნა ი. გრიშაშვილმა (1918 წ.). თარგმნილია აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
Bibliography
|