| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ალექსანდრე ლორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით, 1958 წელს. 1958 წლიდან იწყებს მუშაობას ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრაზე მასწავლებლად; 1962-1972წწ. არის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დირექტორი; ამ პერიოდში გაეცნო უცხოეთის მრავალი ბიბლიოთეკას საქმიანობას, დაესწრო IFLA- კონგრესს კანადაში, აშშ და გერმანიაში; 1972-1974წწ. აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში; 1974-1977წწ. ბიბლიოთეკათნცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1993-2002წწ. პარალელურად მუშაობს ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტურის უნივერსიტეტში ლექტორად; 1988-2000წწ. ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. 2000 წლიდან დღემდე არის ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" მთავარი რედაქტორი. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მისი პირველი მოთხრობა, "თხუტმეტი წლის შემდეგ" , დაიბეჭდა 1974 წელს. 2006 წლიდან ილიას ინივერსიტეტის საპატიო პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კითხვის ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1972 წელს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო კრებული და სტატია. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

