| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
იოანე ანჩელი![]()
BiographyXII – XIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი; ანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე. ცნობები იოანე ანჩელის შესახებ მოიპოვება რამდენიმე წერილობით ძეგლში - ტბეთის 1195 წელს გადაწერილ ე.წ. მეორე ოთხთავის ანდერძში, ანჩისხატის მოჭედილობის წარწერაში და ანჩისხატის საგალობელში. თამარ მეფის ბრძანებით მოუხატავს ანჩისხატი. იოანე ანჩელი გვარად რკინაელი ყოფილა, როგორც ეს უეჭველად ჩანს ანჩისხატის მოჭედილობის კტიტორული წარწერიდან: “ქ. ბრძანებითა და ნივთისაბოძებითა ღმრთივ გუირგუინოსნისა დიდისა დედოფალთა-დედოფლისა თამარისათა, მე, იოვანე ანჩელმან რკინაელმან Ãელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად; მრავალმცა არს მეფობისა მათსა, აქა და საუკუნესა. მოიჭედა Ãელითა ბექასითა, ქრისტე, შეიწყალე”. მას ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი".
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

