The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლავრენტი არდაზიანი

ლავრენტი არდაზიანი
Other name:ალექსი ელბაკიძე  (Pseudonym)
ბიძია თორნიკე  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1815
Date of death:13 January, 1870  (at 55 years)
Burial location:ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაო, (კიროვის სახ.ბაღი; ვერის ბაღი) თბილისი
Category:Writer

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1837 წელს. 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, "ამიერკავკასიის პრიკაზში", გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა. სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის "ჰამლეტის" პროზაული თარგმანით ("ცისკარი", 1858) და მალე "ცისკრის" წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი "ფულები" - "ცისკარი", 1859), ხოლო ცნობილ რომანში "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" ("ცისკარი", 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება თავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის - მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში "მორჩილი" ("ცისკარი", 1862).  იგი არის ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: «Белый обзор 12 книжек журнала "Заря". С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა» ("ცისკარი", 1859), "პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე" ("ცისკარი", 1859), "ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა" ("ცისკარი", 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში "მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ" ("ცისკარი", 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, "ცრუგანათლებულნი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.558; ცნობილი მწერლების პორტალი: about-famous-writters.blogspot.com

Bibliography


Share: