The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ტიციან ტაბიძე

ტიციან ტაბიძე
Date of birth:21 March, 1895
Date of death:1937  (at 41 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "ერში", "თეატრი და ცხოვრებაში". 1911 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი "ცისფერყანწელთა" სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — "ცისფერი ყანწებით". რედაქტორობდა გაზეთ "ბარიკადს". ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. 

ტ. ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.



Bibliography


Share: