| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უიარაღო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1894 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო სემინარია. სემინარიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელ აბასთუმანში, გახსნა სკოლა და აქვე დაიწყო მასწავლებლობა. ჟურნა-გაზეთებში გამოაქვეყნა პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები: "მშვიდობით", "მე და ბიძაჩემი", "ჩაიზე", "უსიამოვნო შეხვედრა", "რეაქცია", "წესდება" და სხვა. შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში, გადავიდა ბელგიაში და დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი გეოლოგიის სპეციალობით. 10 წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიის განყოფილებაში. მას საყურადღებო ნაშრომები აქვს გეოლოგიაში, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთი ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი. მის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში აღსანიშნავია რომანი "მაძიებელნი". უიარაღოს შემოქმედებისა და ქართული მწერლობის მარგალიტია ისტორიული მოთხრობა "მამელუკი" (ნაწარმოების ეკრანიზაციას ეწოდა "მამლუქი", 1958წ.). გამოქვეყნებულია მისი თხზულებების სრული კრებული 2 ტომად. თავდაპირველად მწერალი დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. 1969 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონში. მწერალი, მეცნიერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.116; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.353; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

